ევროპაში გუშინ დაწყებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტური დღეს გაგრძელდება და ხვალ დასრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები უკვე რუსეთშია, იოახიმ ლიოვის შეგირდები ტრიუმფალურ სვლას განაგრძობენ და დასტურად ამ სიტყვებისა ბელფასტშიც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, იოლად მოიგეს – 3:1.
გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვა გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა ინგლისმა. „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინმა სლოველიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე გაუტანა ერთად-ერთი გოლი. რუსეთის საგზური ინგლისსაც რა ხანია ჯიბეში უდევს.
პოლონეთმა და ჩეხეთმა ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი დაამარცხეს. თუ ჩეხებისთვის გუშინდელ მოგებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა (მათ პლეი ოფში მოხვედრის შანსიც დაკარგული აქვთ), პოლონელებმა მუნდიალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს – ადამ ნავალკას გუნდს სომხეთში 6:1 მოგების შემდეგ ბოლო ტურში მონტენეგროსთან შინ ფრეც ჰყოფნის. ქულაც და პოლონელები რუსეთის ბილეთებს შეუკვეთავენ. პოლონელთაგან „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გამოვარჩევთ, რომელმაც სომხებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
შოტლანდიის ნაკრებმა პრინციპულ მატჩში სლოვაკეთი სულ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა – მეორე ადგილი კი პლეი ოფის საგზურს იძლევა.
ასევე პრინციპული შეხვედრა მოიგო დანიის ნაკრებმა – ვიკინგებმა სტუმრად, მონტენეგროში 1:0 იმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილზე აღზევდნენ.
სამი ქულა მიითვალა რუმინეთის ნაკრებმა – კარპატელები ყაზახებს იოლად გაუსწორდნენ 3:1, მაგრამ ჩეხებისა არ იყოს, შედეგს მათთვისაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
ნორვეგიამ სან მარინო გაანადგურა 8:0, მალტამ და ლიტვამ კი ფრედ 1:1 ითამაშეს.
დღეს ევროპაში კიდევ 9 მატჩია…
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი
ევროპა. IX ტური
C ჯგუფი
აზერბაიჯანი – ჩეხეთი 1:2; ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია 1:3; სან მარინო – ნორვეგია 0:8
თ მ ფ წ ბ ქ
1.გერმანია 9 9 0 0 38:3 27
2.ჩრდ. ირლანდია 9 6 1 2 17:5 19
3.ჩეხეთი 9 3 3 3 12:10 12
4.ნორვეგია 9 3 1 5 16:16 10
5.აზერბაიჯანი 9 3 1 5 9:14 10
6.სან მარინო 9 0 0 9 2:46 0
E ჯგუფი
სომხეთი – პოლონეთი 1:6; მონტენეგრო – დანია 0:0; რუმინეთი – ყაზახეთი 3:1
თ მ ფ წ ბ ქ
1.პოლონეთი 9 7 1 1 24:12 22
2.დანია 9 6 1 2 19:7 19
3.მონტენეგრო 9 5 1 3 18:8 16
4.რუმინეთი 9 3 3 3 11:9 12
5.სომხეთი 9 2 0 7 9:25 6
6.ყაზახეთი 9 0 2 7 5:25 2
F ჯგუფი
ინგლისი – სლოვენია 1:0; მალტა – ლიტვა 1:1; შოტლანდია – სლოვაკეთი 1:0
თ მ ფ წ ბ ქ
1.ინგლისი 9 7 2 0 17:3 23
2.შოტლანდია 9 5 2 2 15:10 17
3.სლოვაკეთი 9 5 0 4 14:7 15
4.სლოვენია 9 4 2 3 10:5 14
5.ლიტვა 9 1 3 5 7:19 6
6.მალტა 9 0 1 8 3:22 1