საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019-ის მეორე შესარჩევი მატჩი გამართა და ამჯერადაც დიდი ანგარიშით დამარცხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში, დანიელ თანატოლებთან 2:5 წააგეს.
„ოლბორგ სთედიუმზე“ შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შესვენებამდე ისინი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე და მეოთხეც გაიტანეს. საბოლოოდ კი მასპინძლებმა 5:2 იმარჯვეს.
დღესვე, ჩვენს ჯგუფში პარალელურად მეორე მატჩიც გაიმართა – პოლონეთმა და ფინეთმა ნამდვილ თრილერში გამარჯვებულის ვინაობა ვერ გაარკვიეს – 3:3.
დანია (U-21) 5:2 საქართველო (U-21)
1:0 ინგვარტსენი (7), 2:0 დუელუნდი (21), 3:0 ინგვარტსენი (50), 4:0 ლარსენი (60), 4:1 მიქელთაძე (83), 5:1 სკოვი (84), 5:2 მიქელთაძე (85)
დანია: ივერსენი, ანდერსენი, ნელსონი, რასმუსენი, ნილსენ-კრისტენსენი, ბილინგი (კრისტენსენი 81), იენსენი (სკიტე 69), ლარსენი (მაელე 69), სკოვი, დუელუნდი, ინგვარტსენი
მწვრთნელი: ნილს ფრედერიკსენი
საქართველო: კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
1.დანია 3 3 0 0 14:2 9
2.პოლონეთი 2 1 1 0 6:3 4
3.ლიტვა 2 1 0 1 3:6 3
4.ფინეთი 2 0 2 0 4:4 2
5.ფარერები 3 0 1 2 1:7 1
6.საქართველო 2 0 0 2 2:8 0