გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენლებმა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის მეორე ტურში კატასტროფული შედეგი აჩვენეს – ვერც ერთმა გერმანულმა გუნდმა თამაში ვერ მოიგო. ამ ფაქტს კი უმალ გამოეხმაურა გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, რომელმაც განაცხადა:
„იმედია, გერმანული კლუბების წარუმატებლობა დროებითია, თუმცა, ეს ბოლოდროინდელი შედეგი მაინც მაშფოთებს. ჯერჯერობით რაიმე უარყოფით ტენდენციაზე საუბარი ნაადრევია, ეს უფრო ხანმოკლე ჩავადნას ჰგავს. პლეი ოფში გასვლა ჩვენს ყველა გუნდს შეუძლია“ – უთხრა ლიოვმმა „გარდიანის“ ჟურნალისტს.