არგნტინის, ურუგვაისა და პარაგვაის ერთობლივი განაცხადის განხილვას 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე ფიფა ნოემბერში დაიწყებს – ამის შესახებ პარაგვაის პრეზიდენტმა ორასიო კარტესმა განაცხადა. სწორედ ეს სამი ქვეყანა აპირებს ერთად მსოფლიო  2030 ჩემპიონატის მასპინძლობას.

„ამ საკითხზე პირველი შეხვდრა ნოემბრის პირველ კვირაში გვექნება. რა თქმა უნდა, კონკურენტები გვეყოლება, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ ის ფაქტი მოქმედებს, რომ პირველ მუნდიალს 100 წლის წინ სწორედ ურუგვამ უმასპინძლა. 2030 წელს კი მუნდიალების გამართვის საუკუნოვანი იუბილეა“, – თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თუ ამ ქვეყნების განაცხადი დაკმაყოფილდა, ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა მუნდიალი ერთზე მეტ ქვეყანაში ჩატარდება. შეგახსენებთ, პირველად ეს 2002 წელს მოხდა, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატს კორეა-იაპონიამ უმასპინძლა.

წილი
წინა სტატიალიოვი მშვიდად შფოთავს
შემდეგი სტატიაბეილი წევს და საქართველოზე წერს
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.