ლივერპულმა სიცოცხლეშივე უკვდავყო სტივენ ჯერარდის სახელი და კლუბის ლეგენდარული ექსკაპიტანი ფეხბურთის ლეგენდის ტიტულით დააჯილდოვა. ,,მე,ასეთ წარმოუდგენელ მომენტზე ვერც ვიოცნებებდი,თუმც,ამ ჯილდოს დიდი სიამოვნებით ვიღებ”, – განაცხადა ჯერარდმა საზეიმო დაჯილდოებაზე.
2001 წელს სტივენ ჯერარდმა დიდი წვლილი შეიტანა სათასო ტრიპლეტის მოგებაში, 2005 ში კი, ჩემპიონთა ლიგის დაუვიწყარი სტამბოლური ფინალის ტრიუმფატორი გახდა.