• გაიგე? ეს რა მომხდარა.
  • რა მომხდარა?
  • აი, მარადონას და კანიჯას გაპარვა გადაუწყვეტიათ?
  • რა გაპარვა? ეგენი აწი ან კაიფში, ან ძილში თუ გაიპარებიან.
  • არა კაცო. იპარებიანო, ოჯახი უნდა შევქმნათო.
  • ვერ გავიგე.
  • რა ვერ გაიგე? კანიჯას პასპორტის გამოცვლა უნდაო, კლაუდიო მერქვა და კლაუდია უნდა გავხდეო.
  • ვაჰ, ის კლაუდიო აღარა ვარო?
  • არაო?
  • აბა ვინა ვარო?
  • კლაუდია მარადონაო.
  • და სად მიიპარებიან?
  • კოჯორში სახლი ქონია მარადონას ძმაკაცს. ერთ ორ დღეში ბიჭებიც ააკითხავენო.
  • მართლა დაქორწინდნენ?
  • არა კაცო. მაგარმ ბევრიც არაფერი უკლია.
  • ეგ ამბავი იმ ამბავს მაგონებს.
  • რომელს?
  • აი, ერთი ბიჭი იყო, რენატო და ის კიდევ ლეანდროს უყვარდა.
  • ეგენი ვინ არიან?
  • ბრაზილიელები. იცი, რა ტანი ჰქონდა რენატოს?
  • მაშ, ქვეყანაზე კაცობა აღარ ყოფილა?
  • კაცობა ემოდანშია შენახული.
  • ბოლომდე?
  • აბა როგორ გითხრა? აი, ლიზარაზუს ნაღდად არ უნდა ზიდანთან ერთად გაპარვა.
  • მაშ ეგენი ნაღდი ვაჟკაცები ყოფილან.
  • ვერც ინსზე ვიტყვი და ვერც ეფენბერგზე.
  • შენ კიდევ ჩემოდანშიო. კიდევ ვისზე ვერ იტყვი?
  • თავი დამანებე რომელი გეი-მემატიანე მე ვარ.
  • აბა, რა ხარ?
  • ფეხბურთის გულშემატკივარი.
  • მერე, მარადონა ფეხბურთელი არ არის?
  • ეჰ, იყო ფეხბურთელი.
  • აბა, მაშ, ახლა რაა?
  • ახლა კოჯორში მიიპარება და მე რა ვქნა?
  • შამპანურებით ჩააკითხე. შენი ჯიგარი არ არის?
  • რატომ დამცინი?
  • შენ არა, სხვას.
  • მაინც ყველაზე მაგარია.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზა გაიპარებოდა კოჯორში?
  • გაზა ეგებ “ყაზბეგის” დასალევად გაპარულიყო, კოჯორში კი არასოდეს.
  • ნაღდად იცი?
  • ატვეჩაი ვარ.
  • აბა, კაცი ეგ ყოფილა.
  • არ იცოდი? კოჯორში კი არა, დაჟე კინოებსაც არ უყურებს, სულ პედერასტებზეაო.
  • ვაჰ!
  • აბა?
  • მაშინ ავიღოთ ორი ბოთლი და ავადგეთ.
  • წამო. უკეთესს ვის ნახავთ. კანიჯასავით კი არ იტყვის, ბიჭებო, არ მცალიაო.
  • ეგრე იცის?
  • აბა, ძმაკაცებს ემალება.
  • და გაზა?
  • გაზა ჩვუენ არ დაგვემალება, ცოლმა თუ არ გაახურა.
  • რა გახდა ეს ცოლები?
  • აბა, კანიჯაც ცოლმა არ ჩაუშვა?
  • აა, გცოდნია ყველაფერი.
  • ვიცოდი, ჯიგარი დამეწო.
  • დავლიოთ.
  • მოდი, ყველა ჯიგარდამწვარს გაუმარჯოს ალან შირერის თამადობით.
  • ბექემს არ გაუმარჯოს?
  • აპ-აპ-აპ-ა. მაგას არა.
  • იმ წიხლის გამო?
  • არა, ვიქტორიას გამო.
  • ვიქტორია კლაუდიოს აღარ ჯობია?
  • ფეხბურთში – არა.
  • ეჰ, მაშ კაცობა მაინც ჩემოდანშია?
  • ეგრე გამოდის.

გიო ახვლედიანი   01.08.1998

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიასაქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ აბაიშვილის მილოცვა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.