- გაიგე?
- რა?
- გაზა გამოწერილა.
- საიდან?
- ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან.
- იქ რა უნდოდა?
- ლუდის სმას გადააჩვიეს.
- ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა?
- ნდომებია, ხომ ხედავ?
- მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ,
- ეჰ, იტყვია რაღა. სად ჩვენ და სად ისინი.
- რა ამბავში?
- კაი ბიჭობის ამბავში.
- ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა.
- იმათ მარტო თამაში იციან.
- ჩვენ კიდევ გაგება გვაქვს.
- მა რა? ქალაქელი ხალხი ვართ, ეგ შენი გაზა კიდევ გორსალაა.
- პაჰ, პაჰ, პაჰ, მე მაგის გვერდზე არ ვითამაშებდი.
- ეგ რატომღა?
- ქაჯია. ქალაქელობის არაფერი სცხია.
- მამენტ, რამე რო იყოს, ვერ გაგიგებს?
- ვერა, ტო. ვერაფერში ვერ გაგიგებს.
- პატარა ლაუდრუპიც ეგრე იქნება, ვერ ხედავ, როგორი პრიჩოსკა აქვს?
- მე ლიჩნათ, პატარა ლაუდრუპს ძაღლისუბნელი მახორკა მირჩევნია.
- ეგ არ გამიგია.
- იცი, რა ფუტბოლს თამაშობდა, სანამ გაფუჭდებოდა?
- რამ გააფუჭა?
- გაფუჭდა, რა. ტრენერმა გააფუჭა.
- ე, ყველას ტრენერი აფუჭებს. ალბათ, კაცობაში ჩაიჭრა.
- ვინ, მახორკა?
- არა, ტო, ტრენერი.
- და ბექემი როგორ ჩაიჭრა კაცობაში!
- და ის რო იყო, რა ქვია…
- რონალდო.
- ჰო, რონალდოც მაგარი ჩაჭრილია.
- როდის?
- როდის და ფრანგებს რო ფინალი მისცა. გასაწეწი ხო უნდა გაიწეწოს?
- მაგათ ეგ არ იციან.
- ვახ, მე, მაგათი ბრიოლინიანი ძალათ კაი ბიჭი…
- ჩვენები კიდე, ქალაქელი ხალხი, იჩაგრებიან.
- და ზიდანი როგორია კაცობაში?
- რავი, ნიჩევო ბიჭია.
- მაინც იუჟნი კლიენტია.
- მე იცი ვინ მაინტერესებს?
- აბა, ვინა?
- აი, ის ბიძა როა, აჩკებიანი. ვეჩნათ რო სიგარა უჭირავს და თეთრი თმები რო აქვს.
- არ ვიცი, სიმონ.
- მაგარი ბიძაა, ვეჩნათ რო დგას ბროვკასთან და რო ეწევა. ტრენერიაო.
- აზრზე არა ვარ.
- აი, მაგარი ბიძაა.
- ააა, ხო, მაგას ქვია ლიპი.
- ლიპი.
- აბა, ჩემი ამის და იმის.
- ეე, როგორ გამიტეხე, ეგეთ კაი ბიძას პროსტო ლიპი ქვია?
- რავი, იქ ხო ეგრე ქვიათ.
- ეე, მაგრა გამიტყდა.
- ხო იცი, როგორები არიან.
- და გაზა?
- გაზას ძალათ კაი ბიჭი…
- უწითლესი.
- ფუტბოლი პირდაპირ გაიმასქნდა…
- და ჩვენი ბიჭები?
- ჩვენ ბიჭებს ხო ვერ უგებენ, სიმონ.
გიო ახვლედიანი 31.10.1998