ვინ მოთვლის რამდენი ინტერვიუ გამოქვეყნებულა „სარბიელში“ 1990-2008 წლებში, როდესაც ის ტრადიციული გაზეთის სახით მიდიოდა მკითხველთან. იყო საუბრები ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან; მათთან, ვინც ისტორია შექმნა და მათთან, ვინც მხოლოდ მომენტის გამო გახდა საზოგადოებისთვის საინტერესო. ყოფილა ვრცელი ინტერვიუ და ორ სამ კითხვიანი გასაუბრება. რაა დასამალი, ზოგი საუბარი საინტერესოდ წარმართულა, ზოგიც ისე, რა.

რუბრიკაში „ინტერვიუ“ ის პუბლიკაციები შევარჩიეთ, რომელთაც მიზეზთა გამო დრომ პეწი არ დაუკარგა. შეიძლება ეპოქა მართლაც შეიცვალა, მაგრამ განა დიეგო მარადონას, მიშელ პლატინის და მათი კალიბრის სპორტსმენების ნალაპარაკებს შეიძლება ყავლი გაუვიდეს?

რასპადორის ჩემი 500 ევრო მართებს

რადიო Kiss Kiss Napoli-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის" ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავ ელიფ ელმასს. საუბარი ბოლო ტურში, „იუვენტუსის" კარში გატანილი გოლით დაიწყო. გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო,...

რაფა ბენიტესი: ნაპოლის მთავარი მოწინააღმდეგე ნაპოლია

ცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 62 წლის რაფა ბენიტესი 2013-15 წლებში „ნაპოლიში" მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, „პარტენოპეელებმა" იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გუშინ, „ლა რეპუბლიკასთვის"...

ნეიმარი კი სასტუმროში იჯდა

ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებთა გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ამბავი მოხდა, ოღონდ... მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე იჯდა ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნეიმარს, ყოველ შემთხვევაში ბევრმა მაყურებელმა ასე...

იტალია შეიცვალა, მოურინიუ მუხრუჭია

„იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რაც ყველამ განიცადა და მეც ძალიან მეწყინა. საბედნიეროდ, რობერტო მანჩინიმ გუნდის სათავეში დარჩენა გადაწყვიტა. მისი დარჩენა იმას ნიშნავს, რომ...

ჩირო ფერარა: მე ვნახე მარადონა

2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო". წიგნში აღწერილია „ნაპოლის" ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო...

ხედვების ამბავი…

„ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძეს კლუბი დაატოვებინეს. კონკრეტული მიზეზი არ თქმულა, თუმც რა ძნელი მისახვედრია, „ბათუმიდან“ მისი გაშვება ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანთან“ წაგებას...

ვილის ევროპა და ამერიკა

ვილი ისიანმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში მეოთხე სეზონი დაამთავრა და ახლა ახალი ნაბიჯისთვის ემზადება. 24 წლის და 204 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმე ფორვარდი დღესდღეობით საქართველოშია, აქვე...

დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან

ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ...

ლევან ჯობავა: რიდი და სიფრთხილე მაინც იგრძნობა

თბილისის „ვიტ ჯორჯია“, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ცოტა არ იყოს, მივიწყებულია - კლუბი თავისი კოლორიტი ფეხბურთელებით, მაგალითად, გიორგი ადამიას გარღვევებით, დავით დიღმელაშვილის ბურთის ფლობითა და...

ფეხბურთის ბიჭი

მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა... თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7...

ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა

„შპორტ ბილდმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში" თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე" არიან გერმანელები...

გიორგი ჩიხრაძე: უცხო მწვრთნელი გვიანია !

ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ამჟამად უმუშევარია. გახსოვთ როგორი „ამერი“ ჰყავდა ჩიხრაძეს? – დისციპლინირებული, გამართული, მოგებაზე მომართული... „ამერის“ დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და...

დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე

34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით...

ფლიკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს!

დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის" მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი" მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის...

ფეხბურთის დიდი ეგო

ეს ამბავი ცოტათი თბილისურ ისტორიას ჰგავს: რაღაც საქმეზე ძველი ნაცნობის დაჭერა რომ გინდა და მისი მობილური ტელეფონის ნომრის გასაგებად მთელ ქალაქს რომ შეაწრიალებ. დიეგო მარადონას...

ჯიგარი !!!

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია - ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო...

ჭიკაძე, სტალონე, სნუპ დოგი…

კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე...

გვინდა 11 ანწუხელიძე!

2003/2004 წლების სეზონის თბილისის „თბილისი“ თავისი ლამაზი ფეხბურთით... იმ გუნდს 31 წლის გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. იქიდან მოყოლებული, დევდარიანი ყოველთვის საინტერესო პერსონა იყო ქართულ ფეხბურთში....

მაისის შუაში

ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას" მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს. — რა...

მათ პირობებიც ჩვენზე უკეთესი აქვთ

„შპორტ ბილდში" გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრებისა და „რეალის" 29 წლის ნახევარმცველის ტონი კროოსის ინტერვიუ. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსა და ბუნდესნაკრების მზადებას შეეხო. გთავაზობთ მის...