გიო ახვლედიანის სვეტი – „სარბიელის“ კლასიკა, შექმნილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსის მიერ. ფეხბურთის, კალათბურთის, კრივის, რაგბის და სხვა სახეობების საკვანძო მოვლენებზე გამოთქმული აზრები, რომლებიც იქამდე არავის მოსვლია და მომავალშიც ვერავინ გაიმეორებს. გაზეთ „სარბიელში“ გიო ახვლედიანის სვეტი ხუთშაბათობით იბეჭდებოდა და ამ რუბრიკისთვის ახლაც ხუთშაბათი დავთქვით…

ისევ ისე, ძველებურად ოჰ…

მეორე წელიწადი შესრულდა, რაც ამ სვეტს ვწერ და უნდა ვთქვა, რომ ორი წელიწადი გვარიანი დროა. როგორც ის სულგანათლებული იტყოდა, იცით, ეს ორი წელიწადი, რა...

თანხა

როგორია ქართული ფეხბურთი? იტყვიან, რომ დღეს ცუდია, გუშინ კი კარგი იყო. მაგრამ ამას სულაც არ ვგულისხმობ და ალბათ, კითხვაც ბუნდოვანი გამომივიდა. უკეთესი იქნებოდა მეკითხა, ვინ არის...

არ გაფუჭდება

აგერ, ბიჭები ლაპარაკობდნენ და დიდი კამათი ატყდა მაიკლ ოუენის გამო. ჩვენებური გულშემატკივარი ალბათ იმითაც გამოირჩევა სხვა ქვეყნების ქომაგთაგან, რომ მომავალის განჭვრეტა უყვარს ხოლმე. ანუ, როცა...

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი

ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე - ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე...

ის

ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია? გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ? გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა...

დაანებეთ ჩემს ქვისლს თავი

მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი. ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან,...

ცივი და ცხელი გონებით

რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა...

შარშან ვიალი იყო, კლუივერტიც

ვერ გავიგე, რას ველოდებოდი მთელი წელიწადი. ალბათ სულელი ვარ, მაგრამ მართლა ვერ გავიგე. ჩემპიონთა ლიგის ფინალს მშვიდად ვუყურებ, რადგან არცერთ იქ გასულ გუნდს არ ვგულშემატკივრობდი. მიუნხენში მაღალი...

ფეხბურთის ყურების დროს

ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს. მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო...

გაცდენილი ფინალი

საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული...

გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)

ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე. უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს. ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას...

იმნაირი ლაპარაკი

ქვეყანაში კრიზისი მობრძანებულა და ყველაფერი გაუძვირებია - პაპიროსიც და ბენზინიც. ფეხბურთის მოყვარე ხალხისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარაქის ფასი ძველებურ ნიშანზე დარჩენილიყო და თუ გაძვირებაა,...

ფანი ბუნების მოვლენებთან ბრძოლაში

უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო. სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს...

ლივერპული, ენფილდ როუდი. რობი ფაულერს

არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში. არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა. ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი...

ზინედინ არაბი

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ....

BODYPUNCHER და KO PUNCHER

„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ...

მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო

მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის...

ღამის ზარების ამბავი

იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა...

დუდუს ოცნება

ხომ გახსოვთ დუდუ? წმინდა იანუარიუსის წინ რომ აღიმართება და მოსაპარი საგანძურის სანაცვლოდ რომ სთავაზობს: - ჩვენ შენ ეუსებიოს გიყიდით. „ნაპოლი“ ჩემპიონთა თასს მოიგებს... დუდუმ ეგრეც ვერ...

ძველ ჭეშმარიტებათა გახსენება

„ვ სავრემენნომ ფუტბოლე სამოე გლავნოე პერეხოდ ოტ ატაკი კ აბარონე ი ნააბაროტ,“ - იტყოდა ხოლმე ძველ, ზასტოის დროში ნიკოლაი ოზეროვი, რუსთა უპირველესი ტელეკომენტატორი. ოზეროვი ამას...